2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

Programs Implementation Unit

ნინო ვახანია - ფინანსების სპეციალისტი

2005 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი. 2008 წელს „საქართველოს უნივერსიტეტში“ სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში. ამჟამად სწავლობს ACCA-ს კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სფეროში. 2014 წლის აპრილიდან მუშაობს გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელ ჯგუფში ფინანსების სპეციალისტის თანამდებობაზე.

მარიამ ლორთქიფანიძე - ფინანსების სპეციალისტი

მარიამ ლორთქიფანიძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს ქ.მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიაში. გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სფეროში. ნამუშევარია სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრებო ორგანიზაციებში მთავარ ბუღალტრად. 2005-2014 წლის პერიოდში მუშაობდა ჯანდაცვის სიტემაში. 2014 წლის აპრილიდან მუშაობს გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელი ჯგუფის ფინანსურ სპეციალისტად.

შალვა ბაღაშვილი - შესყიდვების მენეჯერი

აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გააჩნია 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება. მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. სახადასახვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. არის რამოდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2014 წლიდან მუშაობს გლობალური ფონდის შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

დავით მღებრიშვილი - შესყიდვების სპეციალისტი

იურისტი, გააჩნია 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწებულებებში, 2007 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად, 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის მაისამდე სხვადახვა დროს მუშაობდა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესყიდვების განყოფილების უფროსად და იურიდიული სამმართველოს უფროსად. მიღებული აქვს საადვოკატო საქმიანობის ლიცენცია საერთო განხრით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2004 წლიდან.
2014 წლის მაისიდან მუშოაბს გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელი ჯგუფის შესყიდვების სპეცილისტად.

ეკატერინე რუაძე - აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის მონიტორინგის და შეფასების ოფიცერი

ეკატერინე ტუბერკულოზის და შიდსის პროგრამების განმახორციელებელ ჯგუფს 2014 წლის მარტში შემოუერთდა. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1999 წელს) ეკატერინე მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 2003 წელს გაემგზავრა სასწავლებლად ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში ეპიდემიოლოგიის განხრით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პროექტებში, როგორც: პროექტის კოორდინატორი, პროგრამის მენეჯერი, მონაცემთა ბაზების მენეჯერი და მონაცემთა ანალიტიკოსი. ეკატერინე ფლობს მაგისტრის ხარისხს ეპიდემიოლოგიაში და პროეტების მენეჯმენტში. აქვს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ირინე პეტრიაშვილი - შესყიდვების სპეციალისტი

ირინე პეტრიაშვილი თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.16 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია ფაიზერს საქართველოში, როგორც სამედიცინო კონსულტანტი, წარმომადგენლობის დირექტორი, ფაიზერის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში ახალი პრეპარატების დანერგვის მენეჯერი ამიერკავკასიაში. აქვს მრავალმხრივი გამოცდილება ფარმაცევტულ სფეროში წამლების რეგისტრაციის, უსაფრთხოების და გვერდით მოვლენების მონიტორინგის თვალსაზრისით.მდავით ტვილდიანის სამედიცინო უივერსიტეტში ასწალის ფარმაკოლოგიასა და კლინიკური ფარმაკოლოგიას ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. 2014 წლის 1 აგვისტოდან მუშაობს გლობალურ ფონდში და კურირებს შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამებისთვის მედიკამენტების შესყიდვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის საკითხებს.

მარიამ სარჯველაძე - ლოჯისტიკის სპეციალისტი

სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალისტი. 2007 წელს მიენიჭა სოციალური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო სამსახურებში. 2014 წლის დეკემბრის თვიდან მუშაობს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების განმახორციელებელი ჯგუფის ლოგისტიკის სპეციალისტად.

ხათუნა კაპანაძე - შესყიდვების სპეციალისტი
ხათუნა კაპანაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალ-ეკონომიკური ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის განხრით, სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ასპირანტურა, მაკროეკონომიკის დარგში. 2002-2007 პერიოდში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. 2007-2011 გლობალური ფონდის გრანტის ძირითად მიმღებ ორგანიზაციებში შესყიდვების მიმართულებით.
Alexander Asatiani - Monitoring and Evaluation Specialist

Alexander Asatiani M.D is results driven healthcare professional with valuable working experience in public and non-Governmental sectors. With an inspirational style and infectious enthusiasm, Alexander has used his background to develop advanced problem solving and organizational skills. During his years at service at the Ministry of Health, Labor and Social Affairs of Georgia he gained a substantial experience in monitoring and evaluation as well as supporting teams to do better and to drive continuous improvements across a range of work activities, coming up with practical improvement initiatives which enhance an organization’s overall effectiveness. He also has a research experience as he was involved in various healthcare system research projects and made beneficial contribution towards the runtime of various activities. Alexander Joined PIU in April 2014.

ქეთი სტვილია - გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერი

ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის მაგისტრი. აქვს აივ ინფექცია/შიდსის პროგრამების მართვის და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების მრავალწლიანი გამოცდილება, არის გლობალური ფონდისთვის ქვეყნის მიერ წარდგენილი რამოდენიმე განაცხადის თანაავტორი, ასევე აივ ინფექცია/შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგიის საკითხებზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორი/თანაავტორი.

ირაკლი ჩიხრაძე - ადმინისტრაციის ასისტენტი

ირაკლი ჩიხრაძეს სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული საქმის წარმართვის 6 წლიანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. გლობალურ ფონდის პროგრამებში ჩართვამდე ავია საწარმოს საფრენოსნო სამსახურში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და საინფორმაციო პროგრამაში მუშაობდა.
დამთავრებული აქვს ამერიკანთმცოდნეობის ფაკულტეტი, ამჟამად სწავლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს, ეკოლოგიის განხრით.

Nino Lortkipanidze - Tuberculosis Program Manager

MD - graduated from Tbilisi Medical University. Over 10 years of national and international experience of managing multi-disciplinary medical and community development programmes. Since April 2014, Dr. Lortkipanidze works as Manager for the Global Fund TB Program in Georgia.

Giorgi Kuchukhidze - Monitoring and evaluation specialist

MD, MPH graduated from “International School of Public Health”. He took interest in infectious diseases, particularly in Tuberculosis. In 2011 he has been selected as a Fogarty fellow for the long term research training through “Emory-Georgia TB Research Training Program (EGTB-RTP)". He has been a principal investigator and a co-investigator on several TB projects. Since April 2014, Dr. Kuchukhidze works as Monitoring and Evaluation Officer for the Global Fund TB Program in Georgia.

მირიან მურჯიკნელი - ფინანსების სპეციალისტი

1959-1964 წ.წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტ-ფინანსისტის კვალიფიკაცია.
არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის რამოდენიმე წიგნისა და ბროშურის ავტორი. 20 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

OUR PARTNERS