2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

18/05/2015

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს (The International AIDS Candlelight Memorial), რომელსაც "აივ დადებითი ადამიანების გლობალური ქსელი" უწევს კოორდინაციას და ცნობიერების ამაღლების კუთხით,  ერთ-ერთ  ძველ და უდიდეს კამპანიას წარმოადგენს მსოფლიოში. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირა დღეს აღინიშნება (წელს 17 მაისი) და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას მსოფლიოს 115 ქვეყანა და 1200 სათემო ორგანიზაცია უერთდება.

შიდსით გარდაცვლილთა ხსნოვნის დღე წარმოდგენს თემის მომბილიზების კამპანიას, რომელიც მიმართულია აივ/შიდსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მიმღებლობის გაზრდაზე. მსოფლიოში მცხოვრები 33 მილიონი აივ-დადებითი ადამიანის პირობებში, შიდსით გარდაცვლილთა ხსნოვნის დღე მოქმედებს, როგორც გლობალური სოლიდარობის და სტიგმა/დისკრიმინაციის ბარიერების გადალახვის მნიშვნელოვანი ინტერვენცია.

მისია

შიდსით გარდაცვლილთა ხსნოვნის დღის მისიას წარმოადგენს თემის მობილიზებისა და სათემო ინიციატივით განხორციელებული საქმიანობის გზით პატივი სცეს, მხარი დაუჭიროს და მოახდინოს უფლებების ადვოკაცია, იმ ადამიანებისა ვის ცხოვრებაზეც გავლენა მოახდინა აივ/შიდსის გლობალურიმა ეპიდემიამ, იმისათვის, რომ ადამიანები არ გარდაიცვალნონ აივ/შიდსით და აივ დადებით ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ ჯანმრთელად და ღირსეულად.

მიზნები

პატივი მიაგოს აივ ინფექცია/შიდსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას

გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებით ადამიანების მიმართ;

გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება აივ/შიდსთან მიმართებაში;

შეამციროს აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია; 

შეამციროს სტიგმა და დისკრიმინაცია ძირითადი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ - ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციული სექს-მუშაკები, მსმ პოპულაცია, ახალგაზრდები და სხვა.


OUR PARTNERS