2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

აივ/შიდსით დაავადებულთა იმუნური სტატუსის შეფასების გამარტივებული ტექნოლოგიის დანერგვა

26/11/2015

გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში იწყება აივ/შიდსით დაავადებულთა იმუნური სტატუსის შეფასების გამარტივებული ტექნოლოგიის დანერგვა


გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შიდსის ცენტრებისათვის როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) შეძენილი იქნა აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების იმუნური სტატუსის გამარტივებული შეფასების აპარატურა - ბექტონ-დიკენსონის ანალიზატორი „ფაკს-პრესტო“. პრესტო მცირე ზომის გამარტივებული ტესტირების აპარატია, რომელიც კასეტურ პრინციპზე მუშაობს და აქვს პაციენტის
СD4 უჯრედების როგორც აბსოლუტური, ისე პროცენტული მაჩვენებელის დათვლის შესაძლებლობა როგორც კაპილარული, ისე ვენური სისხლის ნიმუშებში. ერთი პაციენტის ტესტირებისთვის საჭირო დრო შეადგენს 20 წუთს.

 

12 ნოემბერს აღნიშნული აპარატურის მომწოდებელი კომპანია „კორამედი“-ს მიერ მოწვეულმა ბექტონ დიკენსონის წარმომადგენელმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის იმუნოლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე ჩაატარა ტრენინგი აღნიშნული აპარატურის გამოყენების სწავლების მიზნით. ტრენინგს ესწრებოდნენ შიდსის ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებიდანაც. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია „პრესტო“-ს გადაცემა სოხუმის შიდსის ცენტრის ლაბორატორიისთვის ადგილობრივი ავადმყოფების მკურნალობის მონიტორინგის გამარტივების მიზნით. 


OUR PARTNERS