პროგრამის ამოცანებია:
1. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება
აღნიშნული ამოცანა, ანუ ‘სუპერვიზიის’ კომპონენტი ხორციელდება ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ და მოიცავს როგორც სამოქალაქო ასევე პენიტენციურ სექტორს, რაც გულისხმობს:
ცენტრალური სუპერვიზიის ვიზიტები ტარდება ცენტრალური სუპერვიზიის ჯგუფის მიერ 9 რეგიონულ ცენტრსა და რეგიონების შერჩეულ უბნებში, აგრეთვე თბილისის ტუბდაწესებულებებში. თითოეულ დაწესებულებაში სუპერვიზია ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ და საშუალებას იძლევა ხარისხობრივად შეფასდეს:
ცენტრალური სუპერვიზიის თითოეული რაუნდის დასრულების შემდეგ მუშავდება მონაცემები, რომელიც შემდგომ განიხილება რეგიონალურ კოორდინატორებთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ცენტრალური სუპერვიზიის კვარტალურ შეხვედრაზე. დამუშავებული მონაცემების მიხედვით ხდება თითოეული მონახულებული დაწესებულების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით.
რეგიონული სუპერვიზიის მიზანია ადგილზე არსებული ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებების მდგომარეობისა და პრობლემების შეფასება და არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზი. ყოველი სუპერვიზიის შემდეგ ივსება ოქმი, რომლის საბოლოო ანალიზიც ცენტრალური სუპერევიზიის შედეგებთან ერთად ხდება ცენტრალურ დონეზე. დამუშავებული მონაცემების მიხედვით ხდება თითოეული მონახულებული დაწესებულების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტირიუმის მიხედვით. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რეგიონული სუპერვიზია ტარდება 10 რეგიონული ერთეულის მიერ, ყოველთვიურად.
პენიტენციური სისტემის რეგულარული მონიტორინგი და სუპერვიზია ტარდება და ერთობლივად ტეპ-ის და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით; სუპერვიზიის სავარაუდო მაქსიმალური დღეების რაოდენობა წელიწადში – 32 დღე.
ყოველი სუპერვიზიის შემდეგ მონაცემები მიეწოდება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროცნულ ცენტრს და გლობალური ფონდის პროგრამის ძირითად მიმღებს ჯანმო-ს სტანდარტული ოქმების საშუალებით. სუპერვიზიის ოქმები ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დონეზე სტატისტიკურად მუშავდება და იქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა. აღნიშნული ბაზა გამოიყენება ტუბერკულოზის პროგრამის მონაცემთა ბაზის ვალიდაციისას. სუპერვიზიის შედეგების შეჯამება ხდება კვარტალურ შეხვედრებზე.
2. ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის გაუმჯობესება.
აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:
3. ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიანი მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:
4. ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის უზრუნველყოფა
აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს: