- მთავარი გვერდი
- ჩვენს შესახებ
- სიახლეები
- ტენდერები
- ანგარიშები და პუბლიკაციები
- კონტაქტი
პროგრამის დასახელება: „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით” პროგრამის განხორციელების პერიოდი: 01.04.2014 - 31.12.2015 პროგრამის ანოტაცია: პროგრამის მიზანი: ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია მიზნობრივ ჯგუფებზე გათვლილი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის გაუმჯობესება მაღალეფექტიანი მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით. პროგრამის ამოცანები: ქვეყანაში მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში (ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები (ნიმ), კომერციული სექს მუშაკები, ჰომოსექსუალური კავშირების მქონე მამაკაცები, პატიმრები) აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია თემზე ორიენტიებული პრევენციული მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების და აივ-ზე ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირების განხორციელებით; ნიმ-ებში აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამის განხორციელებით როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე პენიტენციალურ სისტემაში; აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის, მათ შორის ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით, მოვლისა და მხარდაჭერის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კოინფექციის მქონე აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის C ჰეპატიტის პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროგრამის ეფექტიანობის შეფასების მიზნით მიზნობრივ პოპულაციებში (ნიმ-ები, კომერციული სექსის მუშაკი ქალები, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქომე მამაკაცები, პატიმრები) ქცევებისა და ბიომარკერების პრევალენტობის შეფასების, აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შეფასების კვლევების განხორციელება