ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს ტუბერკულოზის ინციდენტობა საქართველოში 100,000 მოსახლეზე 116 შემთხვევას შეადგენდა, რაც მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის (Global tuberculosis report 2014, WHO). დაავადების პრევალენტობა შეადგენს 163 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე (2013 წელი).