2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ტუბერკულოზი და საქართველო

12/03/2015

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს ტუბერკულოზის ინციდენტობა საქართველოში 100,000 მოსახლეზე116 შემთხვევასშეადგენდა, რაც მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის (Global tuberculosis report 2014, WHO). დაავადების პრევალენტობა შეადგენს 163 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე (2013 წელი).

მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოში შემცირების დადებითი ტენდენცია აჩვენა,მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქყევნის მთავარ გამოწვევად.

გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარე ფაზა სრულდება 2016 წლის ივნისში.  მიმდინარე წელს, სამუშაო ჯგუფის მიერ იგეგმება ქვეყნის ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც 2016-2020 წლებისთვის ჩამოაყალიბებს ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებებს. ამავე პერიოდში მომზადდება განაცხადი გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით.

სახელმწიფო არ იშურებს ძალისხმევას იმისათვის, რომ შემცირებული დონორული დაფინანსება  ჩანაცვლდეს სახელმწიფო რესურსით. ამასთან დაკავშირებით, 2015 წელს პირველად, I რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით. ამასთანავე, ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის ფულადი წახალისება. მომავალი წლიდან  მეორე რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების ნაწილის შეყიდვა სახელმწიფო რესურსებითიგეგმება. 


ჩვენი პარტნიორები