2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

მსოფლიო ბანკის მისიის ვიზიტი

17/03/2015

გლობალური ფონდის აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების განმახორციელებელ ჯგუფს 9-13 მარტს მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის მისია სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ამჟამინდელი აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული რეაგირებისთვის გაწეული ხარჯების ეფექტურობის შეფასება და ქვეყნის დახმარება აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის და მკურნალობის პროგრამებს შორის არსებული დაფინანსების ოპტიმალურ განაწილებაში. მისია წარმოდგენილი იყო მსოფლიო ბანკის რეგიონალური ოფისის  ჯანდაცვის სპეციალისტის დოქტორ ზენგ ზაოს, მსოფლიო ბანკის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის წარმომადგენლის კლემენს ბენედიქტის, გლობალური ფონდის ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლის დეიან ლონკარის და მკვლევარების კლიფ კერი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან და ლორა გრობიცკი და ჰასან ბიდგოლის სახით ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტიდან.

რესურსების განაწილების ეფექტურობის კონცეფცია შედარებით ახალია აივ ინფექცია/შიდსის პროგრამირებაში და გულისხმობს ჯანმრთელობის შედეგების მაქსიმიზაციას ნაკლები დანახარჯის  ინტერვენციების გზით.

აივ ინფექცია/შიდსის რესურსების განაწილების ეფექტურობის შეფასების მოდული პასუხს ცემს კითხვას „როგორ შეიძლება აივ ინფექცია/შიდსის დაფინანსება იყოს ოპტიმალურად ათვისებული აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ინტერვენციებთან კომბინაციაში პროგრამის სამიზნეების მისაღწევად ?“  აივ ინფექცია/შიდსის რესურსების განაწილების ეფექტურობის ანალიზი განხორციელებული იქნება ოპტიმიზაციის და ანალიზის კომპიუტერული პროგრამით, რომელსაც OPTIMA ეწოდება. OPTIMA აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის და დაავადების პროგრესირების მათემატიკური მოდელია, რომელიც იყენებს ეპიდემიის ხარჯების ინტეგრირებული ანალიზის პროგრამას ინვესტიციების ოპტიმალური განაწილების დაადგენისთვის. ანალიზის შედეგების საფუძველზე უნდა მოხდეს პროგრამის ოპტიმალური დაგეგმვა.

ამჟამად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული სტრატეგიის გეგმის გადახედვის და გლობალური ფონდისთვის 2016-2018 წლის კონცეფციის დოკუმენტის შემუშავების პროცესშია, შესაბამისად, ეპიდემიის ტენდენციების და პროგრამის ხარჯების კავშირის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობას დიდი მოლოდინი აქვს, რომ ოპტიმას ანალიზის შედეგებით საქართველო შეძლებს განსაზღვროს ძირითადი მიმართულებები აივ/შიდსის პროგრამული ინტერვენციებისთვის და მოახდინოს რესურსების ოპტიმალური  განაწილება ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხოდ.

 

 

 


ჩვენი პარტნიორები