2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, 2015: ხმა მივაწვდინოთ ტუბერკულოზით დაავადებულ 3 მილიონ ადამიანს - ვუმკურნალოთ და განვკურნოთ თითოეული მათგანი!

17/03/2015

სტატია ნათარგმნია პარტნიორობა შევაჩეროთ ტუბერკულოზი (The Stop TB Partnership) ვებ-გვერდან: http://www.stoptb.org/events/world_tb_day/2015/

 

24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თანამედროვე მსოფლიოში ტუბერკულოზი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ყოველწლიურად რეგისტრირდება დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა ხოლო, 1,5 მილიონი ადამიანის გარდაცვალება სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.  24 მარტი ის დღეა როდესაც მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური და სოციალური დაპირებების მობილიზაცია ხდება, რაც მიზნად ისახავს ტუბერკულოზის როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთის აღმოფხვრას.     

მიუხედავად მგდომარეობის გაუმჯობესებისა, ტუბერკულოზის ინციდენტობის მაჩვენებლის ყოველწლიური კლება ჯერ კიდევ დაბალია. როგორც ბატონი მარკ დაიბლი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა: ‘შიდსი რომ 6 თვეში იკურნებოდეს, საზოგადოება ვერასდროს შეეგუებოდა წელიწადში დაავადების 2%-იან შემცირებას.

 იმისთვის რომ ტუბერკულოზის პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაძლიერება და, შესაბამისად, აუცილებელი ფინანსური რესურსების მდგრადი დაგეგმვა, პოლიტიკური ჩართულობა და მხარდაჭერა. ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით ქვეყნებმა რესურსების ხარჯთეფექტური ინვესტიცია უნდა  განახორციელონ სწორედ იმ მიმართულებებით, სადაც მაქსიმალური შედეგებია მოსალოდნელი’.


წელს, ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე გულისხმობს განახლებულ მცდელობას შეახსენოს ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხსიმგებელ უწყებებს რომ ტუბერკულოზი გლობალური, რეგიონალური და ნაციონალური პრობლემაა. ფაქტი რომ ტუბერკულოზის ბევრი შემთხვევა არ დიაგნოსტირდება, რჩება მკურნალობის გარეშე და არ განიკურნება - მიუღებელია. ეს არის შანსი რომ ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამებმა და პარტნიორებმა განაახლონ ძალისხმევა არსებული სერვისების და მათი ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

წლევანდელი კამპანია უმნიშვნელოვანესია არსებული ფინანსური დეფიციტების მოძიების კუთხითაც, ისევე როგორც,  კვლევებისა და განვითარების საკითხების დასაფინანსებლად. 

ხაზგასასმელია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკურ საშუალებებზე და მედიკამენდებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერების აღმოფხვრა. ტუბერკულოზის, განსაკუთრებით, რეზისტენტული ტუბერკულოზი, გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეა. ასევე ფაქტია, რომ ტუბერკულოზი თითოეული ადამიანის პრობლემაა და, შესაბამისად, მასთან ბრძოლა ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

 

არ დაგავიწყდეთ, ტუბერკულოზი განკურნებადია! 

ტუბერკულოზი ერთი ადამიანიდან მეორეს ჰაერით გადაეცემა. ტუბერკულოზის ბაქტერიით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი, თუ ის ჩაისუნთქავს იმ ჰაერს, რომელიც ამ ბაქტერიებს შეიცავს . ბაქტერია კი ჰაერში ხვდება ტუბერკულოზის გადამდები, ე.წ. „ღია“ ფორმით დაავადებული პაციენტის ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს. ტუბერკულოზი არ გადადის საერთო მოხმარების საგნებით, მაგალითად ჭურჭელი და სხვა.

ტუბერკულოზი შეიძლება იყოს რეგულარული (სენსიტიური, მგრძნობიარე) ან რეზისტენტული (მდგრადი, გამძლე).

რეგულარული ტუბერკულოზის დროს ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია მგრძნობიარეა ყველა ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ. ამდენად, თუ ექიმის დანიშნულებას ზუსტად შეასრულებთ, მკუნალობა წარმატებით დასრულდება.

რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს ორგანიზმში არსებული ტუბერკულოზის ბაქტერია გამძლეა ტუბსაწინააღმდეგო ერთი ან მეტი მედიკამენტის მიმართ, რის გამოც საჭირო ხდება დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა, რომლის მიმართაც ბაქტერია ჯერ კიდევ მგრძნობიარეა

გახსოვდეთ! თქვენ შეიძლება თავი გაცილებით უკეთ იგრძნოთ მედიკამენტის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ: შეიძლება მოგეხსნათ ხველა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურა გახდეს ნორმალური, დაგიბრუნდეთ მადა, მოიმატოთ წონაში. თუმცა ეს მდგომარეობის მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებაა. თუ მკურნალობას არ განაგრობთ და არ დაასრულებთ, დაავადება კვლავ იჩენს თავს გაცილებით უფრო მძიმე ფორმებში.

შესაძლოა მოხდეს პირიქით: გაგრძელდეს ტემპერატურა, ხველა და ზოგადი სისუსტე, რამაც შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ მედიკამენტები არ მოქმედებენ. უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა თვენი სუბიექტური მდგომარეობა სწრაფად არ გაუმჯობესდეს, მაგრამ მკურნალობის ბოლომდე მიყვანისა და ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმის სრული დაცვის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება!

არ შიძლება  დანიშნული მედიკამენტების გამოტოვება, მკურნალობის გარკვეული პერიოდით შეჩერება ან დროზე ადრე შეწყვეყა.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა.


ჩვენი პარტნიორები