2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ბედაქილინის დანერგვის ჯგუფის შეხვედრა

23/03/2015

ამა წლის 19 მარტს გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელმა ოფისმა უმასპინძლა ბედაქილინის დანერგვის ჯგუფის შეხვედრას, სადაც საერთაშორისო ექსპერტმა ჯენიფერ ფურინმა  წარმოადგინა ბედაქილინის დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციფიური მოთხოვნები რომელიც აღნიშნული მედიკამენტის იმპორტთან და დანერგვასთანაა დაკავშირებული. ქალბატონი ფურინი საქრთველოში აშშ განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მოწვევით იმყოფება.  ამასთან ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო კონსულტანტთან ერთად კიდევ ერთხელ მოისმინეს და განიხილეს საქართველოში ბედაქილინის დანერგვის გეგმა და შეჯერდნენ იმ აუცილებელ ინტერვენციებზე რაც აღნიშნული გეგმით არის გათვალისწინებული. 


ჩვენი პარტნიორები