2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ბელორუსიის დელეგაციის ვიზიტი

06/07/2015

22-23 ივნისს გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების ჯგუფი მასპინძლობდა დელეგაციას ბელორუსიიდან: სამედიცინო ტექნოლოგიების, ინფორმატიკის, მართვისა და ადმინისტრირების რესპუბლიკური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ქალბატონ მარინა საჩეკს, მის მოადგიელს ქალბატონ ირინა ნოვიკს და ბელორუსიის მოსახლეობის განვითარების ფონდის გლობალური ფონდის პროგრამების ახლანდელ მენეჯერს ქალბატონ ტატიანა მაკარევიჩს. ვიზიტი ორგანიზებული იქნა გლობალური ფონდის სათაო ოფისის მიერ ბელორუსიელი კოლეგებისთვის საქართველოში გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების წარმატებული გამოცდილების გასაცნობად.

2016 წლის იანვრიდან ბელორუსიის სამედიცინო ტექნოლოგიების და ინფორმატიკის კვლევითი ინსტიტუტი ხდება ამ ქვეყანაში გლობალური ფონდის პროგრამების ძირითადი მიმღები, შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, გამოცდილების შესწავლა გლობალური ფონდის პროგრამების მართვის გადაბარების და ამ დროს წარმოშობილი სირთულეების დაძლევის კუთხით.

პროგრამების დირექტორის ქალბატონი ირმა ხონელიძის ხელმძღვანელობით, გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების გუნდის მიერ მომზადდა შესაბამისი პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები სტუმრებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე. სტუმრებს შეხვდა ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე და წარმატებები უსურვა ამ რთულ, მაგრამ ბელორუსიის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.


ჩვენი პარტნიორები