2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

უკრაინელი ჯანდაცვის მუშაკების ვიზიტი მეთადონის პროგრამის დანარგვაზე

06/07/2015

მიმდინარე წლის 1 ივლისს გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების ჯგუფმა უმასპინძლა 16 კაციან დელეგაციას უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. საქართველოში დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი ქვეყნის გამოცდილების შესწავლაა მეთადონით ჩანაცლვებითი თერაპიის პროგრამების დანერგვის თვალსაზრისით. სტუმრები შეხვდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს ქალბატონ ირმა ხონელიძეს და გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერს ქალბატონ ქეთი სტვილიას.

გლობალური ფონდის მეთადონის პროგრამების განხორციელების გამოცდილება სტუმრებს გააცნო ამ პროგრამის დირექტორმა, ფსიქიკური ჯანრმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ხათუნა თოდაძემ.

აღნიშნული პროგრამის გარდა სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზების პრინციპებს საქართველოში. ვიზიტი ორგანიზებული იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უკრაინის ოფისის მიერ (პროგრამის ხელმძღანელი ქალბატონი ნატა ავალიანი), საქართველოში კი სტუმრებს მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა-ჯორჯია (ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი).

 


ჩვენი პარტნიორები