- მთავარი გვერდი
- ჩვენს შესახებ
- სიახლეები
- ტენდერები
- ანგარიშები და პუბლიკაციები
- კონტაქტი
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (on the Fast Track to end AID) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღინისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. კერძოდ:
კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს:
2020 წლისთვის:
2030 წლისთვის კი „ნაბიჯები“კიდევ უფრო ამბიციურია:
გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი მიშელ სიდიბეს განცხადებით, თუ 2016 წლიდან მსოფლიო ერთ სულ მოსახლეზე დახარჯავს სულ ცოტა 3 დოლარს შიდსის საწინაამრდეგო ღონისძიებებზე, მაშინ 2030 წლისთვის ჩვენ გვექნება შიდსისგან თავისუფალი მსოფლიო, რაც გამოგვითავისუფლებს ამ დროისთვის სულ ცოტა 15 დოლარს ერთ სულ მოსახლეზე, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების განსახორციელებლად.
გაეროს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ უნდა მიაღწიოს სულ ცოტა 31.1 მილიარდს 2020 წლისათვის და 29,3 მილიარდს 2030 წლისთვის. აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას.
საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. 2016-2018 წლებში სახელმწიფოუზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.
აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.