2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ლოჯისტიკისა და დასაწყობების ტრენინგი

04/11/2014

24 ოქტომბერს გლობალური ფონდის პროექტების განხორციელების ჯგუფის ოფისში მარაგების ლოჯისტიკისა და დასაწყობების ტრენინგი გაიმართა. მომხსენებლად მოწვეული იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში დაქირავებული ექპსერტი ბატონი პიერ დე ვასონი, რომელსაც დახმარებას უწევდა ადგილობრივი ექსპერტი ბატონი თეიმურაზ უგულავა.

ტრენინგს წინ უძღოდა ექსპერტების მიერ გლობალური ფონდის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების საწყობების შეფასება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეებზე და ტრენინგის მისადაგება გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის საჭიროებებთან.

ტრენინგს ესწრებოდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნაკრომანიის პრევენციის ცენტრის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და  საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომას წარმომადგენლები. ტრენინგი მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის პროექტის პერსონალისთვის მარაგების სწორი მართვისა და დასაწყობების წესების სწავლებას, თუმცა ბატონი პიერის მიერ ასევე მომზადდება დეტალური ინსტრუქცია, რომელიც საშუალებას მისცემს განმახორციელებელ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მარაგების უსაფრთოდ შენახვა, რაც თავის მხრივ შეამცირებს დანაკარგებს და თავიდან აგვაცილებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის უხარისხო მასალების და მედიკამენტების მიწოდებას.

 

 


ჩვენი პარტნიორები