2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

კამპანია "90 – 90 -90"

24/12/2014

მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ერთობლივი კამპანია:

„90 – 90 -90 „

კამპანია მიზნად ისახავს  შიდსის ეპიდემიის შეჩერებას მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ამბიციური ფართომასშტაბიანი პროგრამის საშუალებით. 2014 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ მკურნალობას მსოფლიოში მხოლოდ 13.6 მილიონი ადამიანი ღებულობს.  თუმცა აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა 2013 წლის მონაცემებით 35 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

  

2020 წლისთვის მისაღწევი მიზნები:

აივ ინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ; 

აივ ინფიცირებულთა 90% უნდა იღებდეს არვ მკურნალობას;

მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული უნდა იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონე) 

 

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ დაწყებული იქნა ასევე მეორე ახალი კამპანია (Closing the Gap), რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციას. დაგეგმილია სხვადასხვა მომსახურებებით მოცვის გაზრდა, კერძოდ:

     

აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 19 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ ღებულობენ შესაბამის დახმარებას; 

  • მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 35 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;
  • მსოფლიოში მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა არსებული 24%-დან 100%-მდე;
  •  ყველა ადამიანის ჩართულობის უზრუნველყოფა შიდსის საწინააღდეგო კამპანიაში. 

 

თუ მსოფლიო საზოგადოება შეძლებს აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით გატარებას, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ჩვენ შევძლებთ შიდსის ეპიდემიის სრულად დამარცხებას.

 

 


ჩვენი პარტნიორები