2 39 89 86

GF.INFO@NCDC.GE

ტუბერკულოზის პროგრამის დეტალური ანოტაცია

პროგრამის ამოცანებია:

1.   ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება

აღნიშნული ამოცანა, ანუ ‘სუპერვიზიის’ კომპონენტი ხორციელდება ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ და მოიცავს როგორც  სამოქალაქო ასევე პენიტენციურ სექტორს, რაც გულისხმობს:

  • ცენტრალურ სუპერვიზიას და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას ტუბერკულოზის კონტროლს, მონიტორინგსა და შეფასებას და, ასევე სისტემის მართვაში პრიორიტეტების განსაზღვრას ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებებში;
  • რეგიონალურ სუპერვიზიას, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და
  • პენიტენციური სისტემის სუპერვიზიასა და მონიტორინგს.   

ცენტრალური სუპერვიზიის ვიზიტები ტარდება ცენტრალური სუპერვიზიის ჯგუფის მიერ 9 რეგიონულ ცენტრსა და რეგიონების შერჩეულ უბნებში, აგრეთვე თბილისის ტუბდაწესებულებებში. თითოეულ დაწესებულებაში სუპერვიზია ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ და საშუალებას იძლევა ხარისხობრივად შეფასდეს:

  •  სადიაგნოზო, სამკურნალო და პრევენციულ ღონისძიებები;
  • რეგისტრაცია-ანგარიშგების სისტემა;
  • ლაბორატორიული ღონისძიებები;
  • მედიკამენტების მართვა; 

ცენტრალური სუპერვიზიის თითოეული რაუნდის დასრულების შემდეგ მუშავდება მონაცემები, რომელიც შემდგომ განიხილება რეგიონალურ კოორდინატორებთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ცენტრალური სუპერვიზიის კვარტალურ შეხვედრაზე. დამუშავებული მონაცემების მიხედვით ხდება თითოეული მონახულებული დაწესებულების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით.

რეგიონული სუპერვიზიის მიზანია ადგილზე არსებული ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებების მდგომარეობისა და პრობლემების შეფასება და არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზი. ყოველი სუპერვიზიის შემდეგ ივსება ოქმი, რომლის საბოლოო ანალიზიც ცენტრალური სუპერევიზიის შედეგებთან ერთად ხდება ცენტრალურ დონეზე. დამუშავებული მონაცემების მიხედვით ხდება თითოეული  მონახულებული დაწესებულების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტირიუმის მიხედვით. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რეგიონული სუპერვიზია ტარდება 10 რეგიონული ერთეულის მიერ, ყოველთვიურად.

 

პენიტენციური სისტემის რეგულარული მონიტორინგი და სუპერვიზია ტარდება და ერთობლივად ტეპ-ის და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით; სუპერვიზიის სავარაუდო მაქსიმალური დღეების რაოდენობა წელიწადში – 32 დღე.

 

ყოველი სუპერვიზიის შემდეგ მონაცემები მიეწოდება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროცნულ ცენტრს და გლობალური ფონდის პროგრამის  ძირითად მიმღებს ჯანმო-ს სტანდარტული ოქმების საშუალებით. სუპერვიზიის  ოქმები ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დონეზე სტატისტიკურად მუშავდება  და იქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა. აღნიშნული ბაზა გამოიყენება ტუბერკულოზის პროგრამის მონაცემთა ბაზის ვალიდაციისას. სუპერვიზიის შედეგების შეჯამება ხდება კვარტალურ შეხვედრებზე.

2.  ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის გაუმჯობესება.

 აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:

  • ტუბერკულოზის და M/XDR-TB დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული სიმძლავრეების გაუმჯობესება, რაც მოიცავს ნახველის ბაქტერიოსკოპიას, კულტურალურ გამოკვლევებს, LED მიკროსკოპიას, GeneXpert-სისტემის გამოყენებას, და პირველი რიგის მედიკამენტებზე მგრძნობელობის ტესტის ჩატარებას;
  • რუტინულად, სანდო წამლის რეზისტენტობის კვლევის ჩატარებას, საკვლევი მასალის რეგულარული ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, რეფერენს და რეგიონალური ლაბორატორიების აღჭურვას რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფად აღმოსაჩენად და გარე კონტროლის მექანიზმების უზრუნველსაყოყოფად;
  • რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობაში შემთხვევის მოძიების აქტივობების მიზანმიმართული მხარდაჭერას, როგორიც არის  ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სკრინინგი, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილების ტუბერკულოზზე სკრინინგი, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების აივ/შიდსზე კონსულტირება და ტესტირება;

3.   ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიანი მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

 აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:

  • ანტიტუბერკულოზირი მედიკამენტების შესყიდვას (ტუბერკულოზით დაავადებული და M/XDR-TB პაციენტების მკურნალობისთვის პირველი, მეორე და მესამე რიგის და გვერდითი მოვლენების მართვისთვის საჭირო მედიკამენტები);
  • ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის ლაბორატორიულ და კლინიკურ მონიტორინგს, მათ შორის, მეორე რიგის მედიკამენტებზე მგრძნობელობის განსაზღვრას, ინდივიდუალური ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფას და პერსონალის უსაფრთხოების დაცვით ღონისძიებებს;

4. ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის უზრუნველყოფა

 აღნიშნული ამოცანის განხორციელება გულისხმობს:

  • ტუბერკულოზით დაავადებული, მათ შორის M/XDR-TB  პაციენტების უზრუნველყოფას ფულადი წახალისებით (ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტი რომელიც სრულად იცავს დანიშნულებას/რეჟიმს იღებს 100 ლარს ყოველთვიურად - რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში, ხოლო რეგულარული ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისათვის განსაზღვრულია ფინანსური წახალისება 160 ლარის ოდენობით - მკურნალობის სრულ კურსზე)
  • პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებისთვის წახალისებას DOT-ის შესრულებისა და პაციენტის ვიზიტის მონიტორინგისთვის;

 

ჩვენი პარტნიორები